ქართული ენის სტანდარტი
მე-3კლასის
II კლასი
პროგრამის შინაარსი
მე-3კლასის
მიმართულება:
ზეპირმეტყველება
|
|
სტანდარტის შედეგები
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის
გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
|
მოსწავლე:
Ø მიზნისა და სამეტყველო
სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის
არავერბალურ საშუალებებს (ჟესტს, მიმიკას, ინტონაციას);
Ø ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში;
Ø ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
Ø გადმოსცემს ინფორმაციას ნანახის, განცდილის შესახებ;
Ø ჰყვება ამბავს პირადი გამოცდილებიდან.
|
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
|
მოსწავლე:
Ø ისმენს და ამოიცნობს პრაგმატული ტექსტების ადრესატს (მაგ., ვისთვისაა განკუთვნილი
რეკლამა - დიდებისთვის თუ პატარებისთვის) და მიზანს (გაფრთხილება, რჩევის მიცემა,
აკრძალვა, ინტერესის/სურვილის აღძვრა და სხვ.);
Ø ამოიცნობს ტექსტის თემას;
Ø ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
Ø საკუთარი სიტყვებით,
თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის
დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
Ø ამოიცნობს ტექსტის შინაარსს
სათაურის მიხედვით.
|
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ
უნდა შეძლოს
პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
|
მოსწავლე
Ø აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
Ø ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
Ø მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“,
„ვეთანხმები/
არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია
/ მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს
საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით,
რომ...“ და ა. შ.).
|
ქართ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის
საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე
Ø სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“, „ქალაქი“,
„სოფელი“ და ა. შ.) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
Ø სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად იყენებს კავშირებსა და სიტყვა-კავშირებს
(ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
Ø სწორად იყენებს პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელებს;
Ø სათანადო კონტექსტში სწორად იყენებს სიტყვებს: ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არცერთი და სხვ.;
Ø მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში
მახვილს სვამს კითხვით სიტყვებზე;
Ø სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში;
Ø მიზნისა და
სამეტყველო სიტუაციის ადრესატის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის
სამეტყველო სტილს;
Ø განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და თავაზიანობის გამომხატველ ზმნურ
ფორმებს („მოდი – მობრძანდით“; „აიღე –ინებეთ“, „დაჯექი – დაბრძანდით“ და სხვ.).
|
ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების
ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø იყენებს საყრდენებს/მინიშნებებს
(მაგ., შეთავაზებული
მარტივი გრაფიკული მაორგანიზებლების) ინფორმაციის დასახარისხებლად;
Ø იყენებს ნიმუშებს, საყრდენებს
საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო ქცევის წარსამართავად.
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø
ჯგუფური აქტივობები, სიტუაციური თამაშები (ადრესანტის
ცვლილებით);
Ø
მოსმენილი წიგნის/მოთხრობის
შესახებ თანაკლასელებისთვის შთაბეჭდილების გაზიარება;
Ø
წაკითხული ან მოსმენილი
ტექსტის შესახებ მინიდისკუსიის მოწყობა;
Ø
სარითმო სიტყვების
ამოცნობა ლექსებში;
Ø
სხვადასხვა მოდალობის
წინადადების შედგენა და გამოთქმა შესაბამისი ინტონაციით;
Ø
მრავალფუნქციური ზეპირი საკომუნიკაციო სიტუაციის (მაგ., ინტერვიუ ცნობილ პოეტთან, მსახიობთან) მომზადება და იმიტირება;
Ø
ტექსტის როლური ინსცენირება
შესაბამისი ინტონაციისა და მიმიკის გამოყენებით;
Ø
მინიდიალოგების გათამაშება ერთსა და იმავე თემაზე/საკითხზე
განსხვავებული სამეტყველო სიტუაციების შეთავაზებით
(მაგ., სხვადასხვა ადრესატთან - მასწავლებელთან, თანაკლასელთან, მშობელთან, ოჯახის
წევრთან, ნაწარმოების პერსონაჟთან);
Ø მინიპრეზენტაციები
(მაგ., პრეზენტაცია „ფოტოს მოყოლილი ამბავი“ - მოსწავლეები წარადგენენ საოჯახო ალბომიდან
შერჩეულ ფოტოსურათს და ჰყვებიან მასთან დაკავშირებულ ამბავს);
Ø საუბარი/თხრობა საყვარელი
წიგნის, ფილმის, მულტფილმის შესახებ (მასწავლებლის მიერ წინასწარ შეთავაზებულ მარტივ
საორიენტაციო შეკითხვებზე დაყრდნობით ან ცოცხალი ინტერაქციის გზით;
Ø სასწავლო მასალასთან
დაკავშირებული სახალისო ვიქტორინები;
Ø თამაში ლექსიკური ერთეულებით: ორ- ან მეტცნებიან კომპოზიტებში
ფუძეთა გამოყოფა (მაგ., გონებაწართმეული, უსახლკარო, თავგზააბნეული, ხელფეხშეკრული)
Ø და სხვა.
|
მიმართულება:
კითხვა
|
|
სტანდარტის შედეგი
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად
კითხვა.
|
მოსწავლე:
Ø თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს
დაიცვას სათანადო ტემპი;
Ø ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ
მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
Ø ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
|
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და
გაგება-გააზრება;
ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ
იდეას);
Ø ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას
(როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);
Ø აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს,
მოვლენებს, მოქმედებებს;
Ø ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას
შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს,
გამოაქვს სათანადო დასკვნა;
Ø აჯგუფებს ინფორმაციას
კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;
Ø საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
Ø განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;
Ø განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა
პერსონაჟმა;
Ø ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
Ø ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს
ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);
Ø გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს,
ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);
Ø განსაზღვრავს რეპლიკის ავტორს, ადრესატსა და მიზანს
(რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);
Ø აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას;
Ø ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება
ილუსტრაცია, წარწერა.
|
ქართ.დაწყ.(I).8. მოსწავლემ
უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და
არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
|
მოსწავლე:
Ø წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის
ილუსტრაციებს;
Ø აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად
ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს);
Ø ჯგუფის წევრებთან ერთად დგამს ნაწარმოებში ასახულ
სცენებს.
|
ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ
უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და
ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
|
მოსწავლე:
Ø გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
Ø ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან
და გამოაქვს დასკვნა;
Ø ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
Ø ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს
(რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
Ø ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ
და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ
შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
|
ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი
ელემენტების, სტრუქტურული და
კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
|
მოსწავლე:
Ø მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ
და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას,
აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტსა და სხვ.) ინფორმაციის ამოკრების მიზნით;
Ø ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს
(სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას,
სქემასა და სხვ.);
Ø ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში
უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
|
ქართ.დაწყ.(I).11. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე,
ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.
|
მოსწავლე:
Ø ამოიცნობს სასვენი ნიშნების (წერტილის, მძიმის, ორწერტილის,
ბრჭყალების, კითხვისა და ძახილის ნიშნების) ფუნქციას;
Ø ამოიცნობს პირდაპირ ნათქვამს;
Ø კითხვების (რა? ვინ? როგორი? რამდენი? რას აკეთებს?)
გამოყენებით განასხვავებს შესაბამის მეტყველების ნაწილებს.
|
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ
უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
Ø ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს
ტექსტის შინაარსის შესახებ;
Ø წაკითხული შინაარსის უკეთ გაგების მიზნით გონებაში,
წარმოსახვაში აცოცხლებს მას;
Ø კონკრეტული ინფორმაციის მოძიებისას საყრდენებად იყენებს
ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს, სტრუქტურულ მახასიათებლებს;
Ø აღწერს, რა ხერხს მიმართა დასმულ კითხვაზე პასუხის
გასაცემად;
Ø დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ აზუსტებს,
რამდენადაა პასუხის სისწორეში დარწმუნებული („დარწმუნებული ვარ“, „თითქმის დარწმუნებული
ვარ“, „არა ვარ დარწმუნებული“);
Ø განსაზღვრავს და პოულობს ტექსტის იმ მონაკვეთს, რომელსაც
უნდა მიუბრუნდეს პასუხის დასაზუსტებლად;
Ø მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას
მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით).
|
დავალებათა /
აქტივობათა ნიმუშები:
Ø
წინადადებაში გამოტოვებულ
ადგილას მართებული სიტყვის შერჩევა და ჩასმა კონტექსტის მიხედვით;
Ø
ტექსტში გადმოცემულ მოქმედებათა დროისა და ადგილის
გრაფიკულ სქემაში ასახვა / ქრონოლოგიური სქემის შედგენა;
Ø
როლებში კითხვა/მკითხველის
თეატრი;
Ø
საყვარელი ნაწარმოების/ეპიზოდის
წაკითხვა თანაკლასელებისთვის;
Ø ხმამაღალი კითხვის ჩანაწერის მოსმენა და კორექტირება;
Ø ინფორმაციის კატეგორიზაცია
თემატურად;
Ø აზრობრივი რუკების / სქემების შექმნა;
Ø პერსონაჟის დამახასიათებელი სიტყვების/ფრაზების/წინადადებების/ეპიზოდების
მოძიება და ამოწერა;
Ø მოვლენათა შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების სქემის
სახით გადმოცემა;
Ø მოკლედ გადმოცემული ამბის გავრცობა საყრდენების/მინიშნებების
გამოყენებით;
Ø ტექსტის სიუჟეტის ან მხოლოდ დასასრულის შეცვლა;
Ø პერსონაჟის ალტერნატიული საქციელის მოფიქრება;
Ø საყვარელი ნაწარმოებების დასურათების კონკურსი - გამოფენა;
Ø საყვარელი ნაწარმოების /ზღაპრის მიხედვით წიგნის შექმნა;
Ø წაკითხული ნაწარმოების მიხედვით დიორამების შექმნა;
Ø ტექსტის დაყოფა კომპოზიციური და სტრუქტურული მახასიათებლების
მიხედვით;
Ø ნაცნობი და უცნობი ლექსიკის აქტივაცია - მათი გამოყენებით
ახალი წინადადებების შექმნა;
Ø მსგავსი და განსხვავებული მნიშვნელობის სიტყვების
დაჯგუფება;
Ø ვარაუდების სქემის გამოყენება;
Ø ტექსტთან დაკავშირებით მოსწავლეების მიერ ერთმანეთისთვის
კითხვების დასმა;
Ø ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და დასათაურება, გეგმის
შედგენა
Ø და სხვა.
|
მიმართულება:
წერა
|
|
სტანდარტის შედეგები
|
III კლასის შეფასების ინდიკატორები
|
ქართ.დაწყ.(I).13. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
|
მოსწავლე:
Ø
წერს ინსტრუქციებს, გასაგებად
წარმოადგენს საჭირო ინფორმაციას;
Ø
აღწერს კონკრეტულ საგანს/ნივთს (მცენარეს, ცხოველს,
მოვლენას), წარმოაჩენს მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს;
Ø
გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას
საკუთარი ცხოვრებიდან;
Ø
ადგენს მარტივ დიალოგებს;
Ø
თანამიდევრულობის დაცვით გადმოსცემს ინფორმაციას;
Ø
თანამიმდევრულობის დაცვით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის/ტექსტის
ეპიზოდის შინაარსს;
Ø
თანამიმდევრულად აგებს თხრობას;
Ø
ცდილობს ახლად შესწავლილი სიტყვების,
ფრაზების გამოყენებას (მაგ., საინფორმაციო ტექსტების შედგენისას).
|
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის,
ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად გამოყენება;
კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა.
|
მოსწავლე:
Ø იყენებს ზმნას სათანადო პირისა და რიცხვის
ფორმით;
Ø სწორად იყენებს კავშირებს (და, თუ, მაგრამ,
ან) რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
Ø სათანადოდ იყენებს პირის, ჩვენებით („ეს
/ ის კაცი მოვიდა - ეს / ის მოვიდა“...) და კითხვით (რომელი? როგორი?) ნაცვალსახელებს;
Ø სათანადო კონტექსტში სწორად ხმარობს სიტყვებს:
ყველა, ზოგი (ზოგიერთი), არცერთი;
Ø სწორად უხამებს ზმნას სახელს პირსა და რიცხვში,
სწორად ათანხმებს რიცხვით და / ან ზედსართავ სახელსა და არსებით სახელს ბრუნვასა
და რიცხვში;
Ø მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან
შეარჩევს მოცემული კონტექსტისთვის შესაფერის / მართებულ სიტყვას;
Ø იყენებს დიალოგის გაფორმებისთვის საჭირო
ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ზმნის II პირის ფორმებს, პუნქტუაციის ნიშნებს);
Ø სწორად დამარცვლავს სიტყვებს და გადააქვს
სტრიქონიდან სტრიქონზე;
Ø სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს (წერტილს,
მძიმეს, ორწერტილს, ბრჭყალებს, კითხვისა და ძახილის ნიშნებს);
Ø სათანადოდ აფორმებს მარტივ დიალოგებს;
Ø საჭიროებისამებრ
ყოფს ნამუშევარს აბზაცებად თანამიმდევრულობის დაცვით.
|
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ
უნდა შეძლოს წერის ნაცნობი
სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
მოსწავლე:
Ø საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს ( მოდელს, მითითებებს,
მარტივ გრაფიკულ სქემებს, გეგმას და სხვ.);
Ø ითვალისწინებს
მიზანსა და აუდიტორიას მარტივი პრაგმატული ტექსტის (მაგ., მოსაწვევი ბარათის) შედგენისას;
Ø გადაიკითხავს და ჩაასწორებს
საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
Ø კარნახით ნაწერ ტექსტს
უდარებს დედანს (ჩასწორების მიზნით);
Ø ამოწმებს და ჩაასწორებს
საკუთარ და/ან სხვის ნაწერში მისთვის ნაცნობ
სასვენ ნიშნებს.
|
დავალებათა / აქტივობათა ნიმუშები:
Ø
მარტივი ინსტრუქციების შედგენა ნაცნობ თემატიკაზე
(მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს,
როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს);
Ø
წერილის დაწერა ნაწარმოების პერსონაჟის/კომიქსის,
მულტფილმის გმირის მიმართ;
Ø
მცირე ზომის მარტივი ინფორმაციული ტექსტის შედგენა
სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე (მაგ., ,,შემოდგომა”,
”შინაური ცხოველები”, ”ჩვენი
დედაქალაქი”);
Ø
მცირე ზომის აღწერითი ტექსტის შედგენა (მაგ., სურათის/ილუსტრაციის აღწერა);
Ø
კონკრეტული ცხოვრებისული გამოცდილების ამსახველი მცირე
ზომის ტექსტის შედგენა;
Ø
თვითშეფასების სქემის შევსება
წერილობითი ნამუშევრის შესაფასებლად;
Ø
პერსონაჟის დახასიათება მარტივი გრაფიკული სქემების გამოყენებით;
Ø
წერითი ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმების შედგენა
Ø
და სხვა.
|
II კლასი
ქართული ენა
და ლიტერატურა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულება:
|
||
ზეპირმეტყველება
|
კითხვა
|
წერა
|
ქართ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია
ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების
მეტყველებაში გამოყენება.
|
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. II. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
სახის პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრი-ლის, დღის/კვირის განრი-გის,
კულინარიული
რეცე-პტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათე-ბლების ამოცნობა და
მათზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია
მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება,
მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია
მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია
მოსმენილი / წაკითხუ-ლი ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ
ნახატად.
ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.
|
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება
კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულო-ბის ტექსტების
დამოუკიდე-ბლად შედგენა
ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ქართ. II. 12. მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს
შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
ქართ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწო-რების მარტივი
ხერხების გამოყენება.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად
რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სამეტყველო
სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის
თემას;
·
სამეტყველო სიტუაციისა და
ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
·
ადრესატის გათვალისწინებით
წარმართავს ეტიკეტურ დიალოგებს ნაცნობ თემებზე (მიპატიჟება, თავაზიანი თხოვნა ან
უარი და ა. შ.).
ქართ. II. 2.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს
ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და
გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
გადმოსცემს მოსმენილი
ტექსტის შინაარსს;
·
აგრძელებს სხვის მიერ
დაწყებულ თხრობას;
·
ასათაურებს ტექსტს;
·
ტექსტზე დაყრდნობით
ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·
გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს,
კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·
ისმენს ტექსტს და ასახელებს
შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს; იხსენებს მსგავსსა და
განსხვავებულ ადგილებს ამ მულტფილმებიდან და საბავშვო ფილმებიდან;
·
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში
ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან;
·
გამოხატავს კონკრეტული
პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა. შ.);
·
მონაწილეობს პერსონაჟის,
ობიექტის ან მოვლენის ჯგუფურ დახასიათებაში;
·
ქმნის ტექსტის ცალკეული
ეპიზოდის / ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათს შინაარსს.
ქართ. II. 3.
მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში
გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს და ახასიათებს ნაცნობ
საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
განარჩევს წინადადების
მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ
შესაბამისი ინტონაციით;
·
ამბის გადმოცემისას იყენებს
მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
·
სათანადოდ იყენებს კავშირებს
(ან, მაგრამ...);
·
სწორად ხმარობს კითხვით
სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის,
კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
·
განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და
თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“)
ენობრივ ფორმებს.
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თავისუფლად ამოიცნობს
ნაცნობ სიტყვებს;
·
დამარცვლით კითხულობს
უცნობ სიტყვებს;
·
ხმამაღლა (მთლიანი
სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის
ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ
ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს
მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
·
აგრძელებს სხვის მიერ
დაწყებულ კითხვას;
·
პოულობს და კითხულობს
ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ქართ. II. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
პრაგმატული ტექსტების (მაგ., გაკვეთილების ცხრილის, დღის/კვირის განრიგის, კულინარიული
რეცეპტის, ტელეპროგრამის) სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და მათზე
დაყრდნობით ინფორმაციის მოძიება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტის მაორგანიზებელ
ელემენტებზე დაკვირვებით ამოიცნობს და ასახელებს, რა ტიპის ინფორმაციაა
მოცემული კონკრეტული სახის ტექსტში (მაგ., ტელეპროგრამაში - გადაცემის ტიპი,
დღე, საათი; კულინარიულ რეცეპტში – მასალის ჩამონათვალი, რაოდენობა, მომზადების
წესი და სხვ.);
·
ასახელებს ან მიუთითებს, ტექსტის რომელ ნაწილში
უნდა ეძებოს კონკრეტული ინფორმაცია (მაგ., გაკვეთილების ცხრილში სად არის
განთავსებული საგნების ჩამონათვალი, სად – კვირის დღეები);
·
ამოკრებს კონკრეტულ
ინფორმაციას (მაგ., რომელ დღეს და რომელ საათზეა ესა თუ ის მულტფილმი, კვირაში რამდენჯერ
არის ჭადრაკის წრე და სხვ.).
ქართ. II.
6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის
მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განარჩევს დიალოგს და
თხრობას;
·
მოიძიებს რეპლიკების
ავტორებს;
·
ტექსტის კონკრეტულ
მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს,
სათამაშოს და სხვ.);
·
პოულობს ტექსტის კონკრეტულ
მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II.
7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების
ამოცნობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს
წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას;
·
განარჩევს და ასახელებს
პერსონაჟის / ობიექტის დამახასიათებელ სიტყვებს შინაარსობრივი თვალსაზრისით
(საგნის, პიროვნების აღმნიშვნელ სიტყვებს, მოქმედება-მდგომარეობის აღმნიშვნელ
ლექსიკას...);
·
ადარებს და კითხვის დასმის
საშუალებით აჯგუფებს სიტყვებს (სახელებსა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს; ვინ
და რა ჯგუფის სიტყვებს).
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული
ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის წაკითხული / მოსმენილი
ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს;
·
ირჩევს პერსონაჟს / რომელიმე
მოქმედებას / მოქმედების ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით,
ფანტაზიით;
·
ქმნის ნახატს, რომელშიც
გადმოცემულია მოსმენილი / წაკითხული ამბის გაგრძელება;
·
ასათაურებს საკუთარი
ინტერპრეტაციით ან ფანტაზიით შექმნილ ნახატს / წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის
საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნილი ამბის გაგრძელებას და ხსნის, რატომ შეურჩია ნახატს ასეთი
სათაური;
·
მოცემული ილუსტრაციის
მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
·
ასახელებს მოსმენილი /
წაკითხული ტექსტის შესაბამისი თემატიკის მულტფილმს, საბავშვო ფილმს, ასახელებს მსგავს /
განსხვავებულ ადგილებს.
ქართ. II.
9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს წიგნის მარტივ სტრუქტურას: წიგნის ყდას, თავფურცელს
ავტორისა და სათაურის მითითებით, ტექსტს, სარჩევს;
·
ილუსტრაციების მიხედვით
ამოიცნობს ტექსტის ან წიგნის შესაძლო შინაარსს;
·
შემუშავებული აქვს მარტივი
წესი, რომლის მიხედვით წიგნში იოლად ჩაინიშნავს ან მოძებნის კონკრეტულ ადგილს;
·
ყურადღებას აქცევს და
იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ პირობით ნიშნებს;
·
ცდილობს, განმარტოს უცნობი
სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;
·
იყენებს წიგნის სარჩევს,
ტექსტის შემდეგ მოცემულ სიტყვათა განმარტებებს;
·
გამოყოფს მითითებულ ან
საჭირო აბზაცს, ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს.
მიმართულება: წერა
ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული
ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,
სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური
მახასიათებლების დაცვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება მოდელს და
ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში -
ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
·
ასახელებს მოდელის კომპოზიციურ
თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
·
თავს უყრის და
ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა ტექსტში;
·
ადგენს ტექსტს
მოდელის მიხედვით;
·
შედგენილ ტექსტს
ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ,
შეაქვს შესწორებები.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს;
·
მოკლედ წერს პირადი
გამოცდილების შესახებ („ზაფხულის არდადეგები“, „ჩემი მეგობარი“, „შინაური
ცხოველები“ და ა. შ.);
·
პასუხობს კითხვებს ზეპირად
და შემდეგ წერილობით;
·
წერს კარნახით;
·
სწერს წერილს მეგობრებსა და
წარმოსახვით პერსონაჟებს;
·
შეადგენს გამაფრთხილებელ
წარწერებს და განცხადებებს (მაგ., „ფრთხილად, ეზოში ძაღლია“, „ნუ შეეხებით“, „დაიკარგა
ძაღლი“ და ა. შ.);
·
მოდელის მიხედვით ადგენს
მარტივ პრაგმატულ ტექსტებს (მაგ., მოსაწვევ ბარათს, კვირის განრიგს, გენეალოგიურ
ხეს, დღის რეჟიმსა და სხვ.);
·
გადმოსცემს ნახატით ან
მუსიკალური ნაწარმოებით მიღებულ შთაბეჭდილებას;
·
ახასიათებს მისთვის ნაცნობ
საგნებს და ადამიანებს.
ქართ. II. 12. მცირე მოცულობის ტექსტების შექმნისას
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სახელებსა და მოქმედების
აღმნიშვნელ სიტყვებს სათანადოდ ათანხმებს რიცხვში;
·
კონტექსტის მიხედვით
მართებულად იყენებს ზმნის დროებს (წარსულს, აწმყოს, მომავალს);
·
იყენებს მაერთებელ კავშირებს
სიტყვათა და სიტყვათა ჯგუფების დასაკავშირებლად წინადადებაში;
·
მართებულად იყენებს თხრობით,
ბრძანებით და კითხვით წინადადებებს (სწორად იყენებს ზმნურ ფორმებს) და
წინადადებების ბოლოს სვამს სათანადო სასვენ ნიშნებს.
ქართ. II.
13. მოსწავლეს შეუძლია ნაწერის გასწორების მარტივი
ხერხების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს საკუთარ ნაწერს
ხმამაღლა და ასწორებს შემჩნეულ შეცდომებს;
·
ამოიწერს მასწავლებლის მიერ
ჩასწორებულ ფორმებს ან მთლიან წინადადებას.
პროგრამის შინაარსი
შედეგების მიღწევა შესაძლებელია
მოცემული შინაარსის საფუძველზე:
1.
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: სიტყვებს აქვთ სხვადასხვა
მნიშვნელობა. ისინი აღნიშნავენ საგნებს, თვისებებს,
მოქმედებას და სხვ.; შეიძლება ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა მნიშვნელობა
ჰქონდეს; სიტყვის შერჩევა შესაძლებელია (და აუცილებელი) შინაარსის მიხედვით, რათა
აზრი უკეთ გამოიხატოს.
გრამატიკული
ასპექტი: ხმოვანი და თანხმოვანი; სიტყვის ბგერითი ანალიზი და
სინთეზი. სიტყვის ფორმობრივი ანალიზის საწყისი ჩვევების გამომუშავება; კავშირი და
განსხვავება დონეებს შორის: სიტყვა -
წინადადება - ტექსტი;
მარტივი წინადადების აგება და ძირითადი სასვენი ნიშნების გამოყენება; წარმოთქმული
წინადადების ინტონაციის გამოხატვა წერისას და დაწერილისა - პირიქით, წარმოთქმისას; სიტყვათა
შინაარსობრივი კავშირი წინადადებაში; წინადადება -
დასრულებული აზრი; მოცემული სიტყვებით წინადადების კონსტრუირება; თხრობითი,
კითხვითი და ძახილის წინადადებები.
2. ენის
კომუნიკაციური ასპექტები
ძირითადი თემატიკა: საუბრის თემა, ადრესანტი და ადრესატი;
ეტიკეტური დიალოგები. მოსმენისა და კითხვის სტრატეგიები (თემა, სათაური და
საკვანძო სიტყვები). შესწავლითი კითხვა (სასწავლო ტექსტის კითხვის სტრატეგიები:
სათაურისა და აბზაცების მიხედვით კითხვების დასმა, საკვანძო სიტყვების გამოყოფა);
ტექსტის კორექტირების მარტივი ხერხები (ჩამატება, ამოღება). ტექსტი, როგორც
თემატური და აზრობრივი ერთიანობა. სათაურის ტიპები. ტექსტის სტრუქტურულ-აზრობრივი
ნაწილები: დასაწყისი, ძირითადი ნაწილი, დასასრული. აღწერა და მსჯელობა. მიზნობრივი და ზეპირი კომუნიკაციის მარტივი
ტექსტები (წერილი, დიალოგი, განცხადება, გამაფრთხილებელი წარწერები).
3.
მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
ძირითადი თემატიკა: ლექსები, მოთხრობები და ზღაპრები თანატოლებზე,
სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიმართლეზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ადამიანისა და
ბუნების ურთიერთობაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკითხავი
მასალა: ლიტერატურული
და ხალხური ზღაპრები, იგავ-არაკები; მცირე ფოლკლორული ჟანრები: ენის გასატეხები,
გამოცანები, ანდაზები, ლექსები. ქართული და უცხოური საბავშვო კლასიკა, მოთხრობები,
კომიქსები, ქართული საბავშვო ლექსები.
Комментариев нет:
Отправить комментарий