საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
საწრეო მუშაობის გეგმები
შეხვედრა N 1

                დღეს 30 იანვარს ჩატარდა პირველი საწრეო მუშაობა ქართულ  ენასა და ლიტერატურაში . მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზანები და თემები.დაურიგე განცხადების ფორმები, რომელიც მოსწავლეებმა შეავსეს.  წავიკითხეთ სულხან- საბა ორბელიანის იგავ-არაკი. ,, კუ და მორიელი.,, . შევადგინეთ სიტყვის პირამიდა.შეხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო ბავშვებისთვის, რადგან მიეცათ საშვალება კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ შესწავლილი მასალ









 კლასში ჩატარდა კენჭრისყრა და ასე ავირჩიეთ   ქართულ ენასა და ლიტერატურის წრის წევრები.





1. ანდრიაშვილი ქეთევან
2. ამოევი ლუკა
3.   ბრეგვაძე დავით
4.  გოგუა  სესილი
5.  როსტიაშვილი  სალომე
6. ოდიკაძე  ელენე
7. ზუკატოვი  გიორგი
8. ჩხეტიანი  მათე
9.  ჩუთლაშვილი ლუკა
10. ცხვედაძე ელენე
11. ლილუაშვილი ცოტნე
12. ჯერიაშვილი ანუკი
13. ხეთაგურაშვილი ელისაბედ

 

                             განცხადება

სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178-ე საჯარო სკოლის 2/დ კლასში იხსნება ქართული ენის წრე "„ო, ენავ ჩემოვ". წრეში გაერთიანება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს სურვილისამებრ.მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხრლ სამშაბათს  გაკვეთილების შემდეგ (13:25 წუთზე).
                                                                                               პედაგოგი:გულთამზე ბულისკერია

                                                                
                                                 

                 საწრეო მუშაობის გაწევრიანების მსურველთა

                                  განცხადების     ფორმა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 178 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წრე

წრეში გაწევრიანების მსურველთა განცხადების ფორმა
სახელი, გვარი ...........................................................................
სკოლა ........................................................................................
საკონტაქტო ინფორმაცია
(მისამართი, ტელეფონი)...........................................................
ჩემი ინტერესები .......................................................................
რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სასკოლო წრეში გაწევრიანება, რას მოველი ამ საქმიანობისაგან ? .......................................................................................................
სურვილი მაქვს გავხდე ქართული ენის წრის წევრი . გთხოვთ, ჩამრიცხოთ ამ წრეში რომლის სახელწოდება არის ,,ო, ენავ ჩემო“.
თარიღი : .........................................................................
            


         შეხვედრა N 2

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა მეორე შეხვედრა 06.02.2018 წელს გავიხსენეთ და განვიხილეთ თხრობითი, კიხვითი და ძახილის წინადადებები. შესრულდა პრაქტიკული სავარჯიშოები. შეხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო ბავშვებისთვის,რადგან მიეცათ საშუალება მიბრუნებოდნენ შესწავლილ საკითხებს და განემტკიცებინათ ცოდნა.








შეხვედრა N3


ღეს 13.02.2018 წელს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტყეზე ,,ტყე ქვეყნის სიმდიდრე და მშვენებაა.,, ,,სადაც ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე.,  ასევე მოსწავლეებმა გაიხსენეს ტყის ბინადრები უფრო მეტი ყურადგება მიაქციეს ტყის ფრინველებზე ,გუგულზე და კოდალაზე, ინფორმაციას, რომლებიც დაუნდობლად ჟლეტენ ჭია- მატლებს და ამით ტყეს განადგურებისაგან იცავენ. წავიკითხეთ მ. შილდელის მოთხრობა ,,ციყვი და კოდალა,,. აღწერეს კოდალა და ციყვი. შეადგინეს სიტყვის პირამიდა. ხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო ბავშვებისთვის,რადგან მიეცათ საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ ტყის შესახებ.



შეხვედრა 4


 


დღეს 20 თებერვალს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  მოსწავლეებს გავაცანი მეტყველების ნაწილები, კერძოდ არსებითი სახელი. წერითი მუშაობის დროს დავავალე მოთხრობიდან ამოეწერათ არსებითი სახელი და დაესვათ შესაბამისი კითხვები. (ვინ? და რა ?) მუშაობისას მოსწავლეებმა  ინტერესი გამოიჩინეს  ახალი მასალის გარშემო და დიდი ხალისით შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო.



























შეხვედრა N 5 

27 თებერვალს ჩატარდა საწრეო მუშაობა  ქართულ ენასა და ლიტერატურაში .დასაწყისში ვისაუბრეთ თუ რა არის ბედნიერება? მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს რომ ბედნიერება არის,,, სიკეთის კეთება, ორი ადამიანის სიყვარული.ერთ ადამიანი ახარებს მეორე ადამიანს, ჩვენი დაბადების დღე და ა.შ,, შემდეგ მოსწავლეებს უნდა ჩამოეწერათ რვეულში სამი რამ, რაც სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის , მათ ჩამოწერეს; ,, სიხარული, სიკეთე, მეგობრობა,სიყვარული, გულითადი მეგობარი და ა.შ,, ამის შემდეგ წავიკითხეთ ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,, კეთილი ამხანაგები. ვისაუბრეთ მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ამპარტავნობაზე და ბოლოს ბავშვებმა მისწერეს წერილი ამ მოთხრობის პერსონაჟს ნინოს, ისინი ძალიან საინტერესო რჩევებს  აძლევდნენ ნინოს.   ხვედრა იყო საინტერესო და სასარგებლო ბავშვებისთვის,რადგან მიეცათ საშუალება უფრო  უფრო კარგად გააეაზრებინათ ეს მოთხრობა
























შეხვედრა 6
 6 მარტს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. წავიკითხეთ საინფორმაციო ტექსტი კოდალასა და მერცხალზე , შევადგინეთ ცხრილი ფრინველრბზე . თუ სად ბინადრობენ ? რითი იკვებებიან? როგორ გადაადგილდებიან? რა განსაკუთრებული თვლსებები აქვთ და ა.შ,  შემდეგ დავწერეთ მოკლე ინფორმაცია პირველკლასელებისთვის კოდალასა და მერცხალზე.


     შეხვედრა 7-8
 15, 20 მარტს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ვისაუბრეთ  სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიაზე, მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო- რგოლი,, ქვიშის სამყაროდან,,  კუ და მორიელი შემდეგ   წავიკითხეთ იგავ-არაკი  , მოსწავლეებმა იმსჯელეს ამ იგავა-რაკის შესახემ , ბოლოს მოირგეს როლები და გაითამაშეს, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და სახალისო.




   შეხვედრა 9
 3 აპრილს  ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შეძლებენ კითხვის დასმას მოქმედების აღმნიშვნელ საგნებზე. მოსწავლეებმა შეასრულეს დამ. სავარჯიშოები. დაჯილდოვდა ,,ყველაზე ყურადღებიანი,, მოსწავლე.


 შეხვედრა 10

10 აპრილს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენაში, სადაც წრის წევრებმა შეადგინეს ბარათები და წერილები მისწერეს ,,სიტყვის კაცს,, ასევე გააკეთეს პატარა თოჯინები და გაუგზავნეს სიტყვის კაცს რომ გამოეცნო თუ რომელი მოთხრობიდან იყო ეს თოჯინები. ეს მუშაობა  იყო ძალიან საინტერესო  და შემოქმედებით.




შეხვედრა 11
  17 აპრილს ჩატარდა საწრეო მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს ,, დიორამას მეთოდი,,- დავხატოთ, აღვწეროთ და დავწეროთ. ამ მეთოდით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ზეპირი მეტყველების, წერითი, შემოქმედებითი და კითხვითი უნარ- ჩვევები.


შეხვედრა  N 12

24.04.2018 წელს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,ვისაუბრეთ რიცხვით სახელებზე და შევასრულეთ სავარჯიშოები, რომელიც მოსწავლეებისთვის იყო ძალიან საინტერესო.



შეხვედრა  N 13

01.05.2018 წელს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა წყვილებში მოიფიკრეს პატარა ზღაპრები და დაწერეს, ამის შემდეგ   დახატეს, გააფერადეს და პრეზენტაცია ჩაატარეს, რომელიც  იყო ძალიან საინტერესო.





შეხვედრა 15
15.05.2018 წელს ჩატარდა საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.მოსწავლეებმა გაარჩიეს წინადადებები.არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი და რიცხვითი




შეხვედრა 20
30.05.2018 წელს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტი




ქართულის წრის ბოლოს მოსწავლეებმა და მშობლებმა წრის შეფასების კითხვარები შეავსეს













Комментариев нет:

Отправить комментарий