ჩემი გაკვეთილები



ანბანის შემობრძანება
















                                             გაკვეთილის „ჩიტები გამებუტნენ“ 
          გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მხატვრული ტექსტის წაიკითხვა - გააზრება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.გაკვეთილის თემა იყო : ,,ჩიტები გამებუტნენ,,. გაკვეთილის პირველი ფაზიდან , გამოწვევის პროცესმა- იდუმალი ყუთის შემოტანამ,  სადაც დამალული იყო სათამაშო ჩიტი და წერილი გამოიწვია ინტერესი გაღვივება,   . მოსწავლეებმა გამოიცნეს ყუთში რაც იდო გამოცანით და წაიკითხეს ,,სიტყვის კაცის,, წერილი,   განმარტეს გაუგებარი სიტყვები , ფანტაზიის უნარის გსავითარებლად გადავწყვიტეთ შეგვედგინა  პატარა მოთხრობა   სათაურისა და  სურათების მიხედვით. სურათები ვაჩვენე სლაიდით. მოსწავლეებმა  ,,მასწავლებელი კალამის,, დახმარებით რამოდენიმე წინადადებით შეადგინეს  მოთხრობა.  მოსწავლეებისათვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა რესურსი, ელექტრონული ვერსია - ,,ქვიშის სამყაროდან. ჩიტები გამებუტნენ,, ვიდეომ ისინი გახალისა, შედარეს  საკუთარ მოთხრობას და აღმოაჩინეს მსგავსება-განსხვავება.  წაიკითხეს მოსწავლეებმა მოთხრობა და შეავსეს პერსონაჟის რუკა ჯგუფებში.  ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების რუბრიკა.  გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით. 

   



გაკვეთილის „კეთილი ამხანაგები,,
ძ    ა.წ.  21მაისს  II /4 კლასში  ჩავატარე ქართულის გაკვეთილი.ჩემი გაკვეთილის  მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მხატვრული ტექსტის წაიკითხვა,გაგება - გააზრება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.ამ მიზნის მისაღწევად დავგეგმე რამდენიმე აქტივობა. ჩემს მიერ გამოყენებული აქტივობები მიზანთან იყო შესაბამისობაში. განწყობისა და მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს წავუკითხე ლექსი                 ,, ბედნიერება,, და დავიწყეთ საუბარი თუ რა არის საჭირო იმისათვის,რომ ადამიანი იყოს ბედნიერი. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, შემდეგ შევავსეთ სქემა  სიკეთეზე და ბოროტებაზე.  ასევე მსჯელობისთვის: გარეგნობაა  უფრო მთავარი  თუ ხასიათი  ვიმსჯელეთ, ამის შემდეგ გავაცანი გაკვეთილის თემა. „კეთილი ამხანაგები“  მოსწავლეებს ვუთხარი, რომ მოთხრობის ავტორია იაკობ გოგებაშვილი  და  გავიხსენეთ მცირე ინფორმაცია მისი  ბიოგრაფიიდან.   ინტერესის გასაღვივებლად მოსწავლეებს  სათაურისა  და  ილუსტრაციების   მიხედვით გამოთქვეს ვარაუდები, რომელიც  დავწერე დაფაზე. დასახული მიზნების მისაღწევად საჭიროდ ჩავთვალე, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს სწორი გამართული კითხვის უნარ- ჩვევები. ,კითხვის ტექნიკის სრულყოფისათვის პირველ ჯერზე გამოვიყენე „სამოდელო კითხვა“,რითაც მოსწავლეებს ვუჩვენე სანიმუშო კითხვის მაგალითი. შემდეგ დავარიგე ტექსტი . მოთხრობა  წავაკითხე  რამდენიმე მოსწავლეს გაგრძელებით. გაკვეთილზე იყო ურთიერთპატივისცემის და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო, რამაც გაგვიადვილა ვყოფილიყავით აქტიური მსმენლები. .ლექსიკური ერთეულის გამდიდრების მიზნით ვიმუშავეთ გაუგებარ სიტყვებზე ტექსტიდან და ერთად შევავსეთ სიტყვის პირამიდა. თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო მოთხრობის დამუშავებაში და შეასრულეს სავარჯიშოები (პერსინაჟის რუკის შევსება ერთობლივად), რომელიც მიმართული იყო ახალი მასალის გაგებისთვის და განმტკიცებისთვის.
















                

Комментариев нет:

Отправить комментарий