მათემატიკის სტანდარტი
III
კლასი
II კლასი
მიმართულება:
რიცხვები და მოქმედებები
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
III
კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მათ. III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება
პოზიციური სისტემის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების
სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით;
Ø
ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგში მდგომი
ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების ან სხვა
სახით;
Ø
იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას,
ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით (რიცხვების რაოდენობა არ აღემატება ხუთს);
Ø
ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს ათეულს, ასეულს;
Ø
თანრიგების შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან მოცემული
რიცხვიდან.
მათ. III.2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების
შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø კონკრეტული მაგალითისთვის
ირჩევს და იყენებს ზეპირი ანგარიშის (შეკრება/გამოკლება) სხვადასხვა ხერხს; აღწერს გამოყენებულ ხერხს და ახდენს მის დემონსტრირებას მოდელზე.
(მაგალითად: შეკრება-გამოკლება
თანრიგის გავლით, ცალკეული თანრიგების შეკრება/გამოკლებით, დადგენილი კანონზომიერებების გამოყენებით; გაორმაგების გამოყენება შეკრებისას; თანრიგის დაშლით);
Ø ირჩევს და იყენებს
შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადეკვატურ ხერხს კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში;
Ø იყენებს თანრიგამდე
შევსების/თანრიგის დაშლის ხერხს მოქმედებათა შესრულებისას; ასაბუთებს მოქმედებათა შესრულების
წერით ალგორითმს;
Ø იყენებს მოქმედებათა
თანმიმდევრობას ზეპირი ანგარიშისას და მარტივი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის
პოვნისას (ყველა
არითმეტიკული მოქმედება: მაგალითად, “რას მივიღებთ შედეგად, თუ 3 შვიდეულს მივუმატებთ 7 ასეულს?”).
მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის
მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან
და ერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის მოქმედების დემონსტრირებას - გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით;
Ø
აკავშირებს გამრავლება-გაყოფას ერთმანეთთან, როგორც
ურთიერთშებრუნებულ მოქმედებებს და ახდენს ამის დემონსტრირებას მოდელზე;
Ø
ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში
(მაგალითად,
ერთნიშნა
რიცხვების გამრავლება; ერთ და ორნიშნა რიცხვების 10-ზე გამრავლება);
Ø
მოცემული განაყოფითა და გასაყოფის მიხედვით უცნობი
გამყოფის განსაზღვრისათვის ირჩევს რომელიმე ხერხს ან მოდელს; ანალოგიურად, მოცემული
ნამრავლითა და თანამამრავლით განსაზღვრავს მეორე თანამამრავლს; განმარტავს გამოყენებულ
ხერხს (1000-ის ფარგლებში).
მათ. III.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან,
თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
ასახელებს, თუ რამდენი წყვილი, 5-ეული, 10-ეული და
სხვ. არის მოცემულ რიცხვში და ასაბუთებს პასუხს (მაგალითად, რამდენი 10-ეულია 412-ში, კიდევ რამდენი ერთეული
რჩება?);
Ø იყენებს რომელიმე
ხერხს და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი - პოულობს
უცნობი მაკლების, მოცემული საკლებითა და სხვაობით (1000-ის ფარგლებში მაინც);
Ø იყენებს ზეპირი
ანგარიშის ხერხებს რიცხვით გამოსახულებების
მნიშვნელობათა შესადარებლად;
Ø ხსნის ამოცანებს
ვარიანტების დათვლაზე/გამორიცხვაზე (მაგალითად, ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული
შეკრების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს);
Ø იყენებს რიცხვებს და ციფრებს, როგორც ჭდეებს
პრობლემების გადაჭრისას; ასახელებს რიცხვების და ციფრების, როგორც ჭდეების
გამოყენების მაგალითებს (მაგალითად, სახლის, ტელეფონის, მანქანის ნომერი).
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. III.5. მოსწავლეს შეუძლია საგნებისა და ნახატების/ფიგურების
პერიოდული
განლაგებების (მიმდევრობების) წარმოდგენა, შედარება
და გამოკვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
გამოყოფს მიმდევრობის
პერიოდს (პერიოდის სიგრძე არ აღემატება სამ პოზიციას);
Ø
მოცემული მიმდევრობის მიხედვით ქმნის მსგავს მიმდევრობას სხვა ობიექტების გამოყენებით;
Ø
ერთმანეთს ადარებს რამდენიმე მიმდევრობას და გამოყოფს მსგავს მიმდევრობებს.
მათ. III.6. მოსწავლეს შეუძლია საგნებს შორის
ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემული შესაბამისობის გავრცობა, გამოსახვა და გამოკვლევა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით განავრცობს
მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს (მაგალითად, მის ირგვლივ მდებარე საგნებისათვის მოცემული ასეთი
შესაბამისობისათვის: ფურცელი თეთრი, ჩანთა ლურჯი, დაფა (?));
Ø
სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით ავსებს
მოცემულ ცხრილს;
Ø
ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის
პოულობს მითითებული ელემენტის წინასახეს (მაგალითად, მოცემული ცხრილისათვის, რომელიც გამოსახავს,
თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო, ე.ი. შესაბამისობას: “მოსწავლე ნიშანი”, ასახელებს
ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მიიღო 6).
მათ. III.7. მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი
გამოსახულების შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
ქმნის რეალური ვითარების გამომსახველ მთელრიცხოვან
ეკვივალენტურ გამოსახულებებს (მაგალითად, სასწორის წონასწორობა, ირჩევს ფულის შესაფერის ნიშნებს
მითითებული თანხის წარმოსადგენად და დასახურდავებლად);
Ø
რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანის ამოსახსნელად
ადგენს და იყენებს ისეთ რიცხვით გამოსახულებას, რომელიც შეკრების/გამოკლების ერთ მოქმედებას
შეიცავს;
Ø
პოულობს (შერჩევის ან რაიმე სხვა ხერხით) შეკრების,
გამოკლების შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას.
მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა
და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა
მოდელების გროვაში;
Ø
განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ
ტერმინებს მათი დასახელებისას (მაგალითად:
წვერო, წახნაგი, წიბო);
Ø
იყენებს გეომეტრიული ფიგურის წვეროების ასოით აღნიშვნებს ფიგურის ელემენტების
(წვეროები და გვერდები) დასახელებისას.
მათ. III.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების
შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით
ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას;
Ø
ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული
გროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას;
Ø
ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას
ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.
მათ. III.10. მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა წრფივი ზომებისა და ობიექტთა შორის
მანძილების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
პოულობს საგნის წრფივ ზომებს არასტანდარტული ერთეულებით
(მაგალითად, მტკაველით),
შემდეგ
აფასებს მას სტანდარტული ერთეულების გამოყენებით; მსჯელობს სტანდარტული ერთეულების
გამოყენების საჭიროების შესახებ;
Ø
ადარებს და აფასებს ობიექტთა წრფივ ზომებს (მათ შორის
ურთიერთშეთავსებით) და წარმოადგენს
შედარების
შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
Ø
ზომავს ფიგურათა გვერდებს სახაზავის გამოყენებით და
აფიქსირებს გაზომვის შედეგს რომელიმე სტანდარტულ ერთეულში (მაგალითად, 3 სმ ან 30 მმ).
მათ. III.11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან
ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისებრივი და რაოდენობრივი
მონაცემების შეგროვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø
კითხულობს მოკლე ტექსტს (ორი-სამი მარტივი წინადადება)
და ამოკრებს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს;
Ø
სვამს დიახ/არა ტიპის შეკითხვებს მონაცემთა მოსაპოვებლად
მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით და აღრიცხავს პასუხს;
Ø
ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას
(დაკვირვება, გაზომვა) და იყენებს მას.
მათ. III.12. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
აჯგუფებს მონაცემებს არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს
ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც მოახდინა დაჯგუფება;
Ø
ალაგებს რამდენიმე რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობით, კლებადობით;
Ø
ქმნის ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით პიქტოგრამას
მასწავლებლის მიერ მომზადებულ ბადეზე (მაგალითად, სქემატურად გამოსახავს
თითოეულ ობიექტს ბადის შესაბამის უჯრაში).
მათ. III.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების
ინტერპრეტირება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø
აღწერს/განმარტავს პიქტოგრამის და ცხრილის სახით წარმოდგენილ
მონაცემებს სიტყვიერად ან წერილობით;
Ø
ახასიათებს დაჯგუფებულ თვისებრივ მონაცემთა ერთობლიობას მასში მონაცემთა საერთო
რაოდენობის, ქვეჯგუფების რაოდენობის, თითოეულ ქვეჯგუფში მონაცემთა რაოდენობის და ერთობლიობაში
მონაცემთა განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
Ø
სვამს შემაჯამებელ კითხვებს პიქტოგრამის ან უმარტივესი
(ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების მიმართ.
პროგრამის შინაარსი
1. სამნიშნა ნატურალური რიცხვები;
2.
ათობითი
პოზიციური სისტემის დემონსტრირება და გამოყენება;
3. არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე;
4. რიცხვების გამოყენება;
5.
საგნების,
ნახატების ან ფიგურების საშუალებით წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები და მათი პერიოდი;
6.
შესაბამისობები
საგნებს შორის, საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის; შესაბამისობის გამოსახვა ცხრილის
საშუალებით; მოცემული შესაბამისობისათვის
ელემენტის წინასახე;
7.
შეკრების/გამოკლების
შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და
მათი ეკვივალენტობა;
8.
ერთი
უცნობი კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი ტოლობები;
9. სივრცული ფიგურები: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, პირამიდა, სფერო;
10. სივრცული ფიგურების ელემენტები: წვერო, წიბო, წახნაგი;
11. ფიგურის წრფივი ზომები, საზომი ხელსაწყოები და სიგრძის საზომი ერთეულები: მეტრი,
დეციმეტრი, სანტიმეტრი;
12. თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების საშუალებანი:
გაზომვა, დაკვირვება, გამოკითხვა; მონაცემთა ამოკრება წაკითხული ტექსტიდან;
13. თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ორგანიზება: მონაცემთა
ტიპები - თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემები; თვისებრივ მონაცემთა დაჯგუფება; რაოდენობრივ მონაცემთა დაჯგუფება (გარდა ინტერვალთა
კლასებად დაყოფისა); რაოდენობრივ მონაცემთა დალაგება ზრდადობით, კლებადობით;
14. მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: მონაცემთა საერთო რაოდენობა ერთობლიობაში და მონაცემთა რაოდენობა
ქვეჯგუფებში; მონაცემთა განმეორება, პოზიცია და თანმიმდევრობა ერთობლიობაში/ქვეჯგუფებში;
15. მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისთვის: ცხრილი, პიქტოგრამა.
II კლასი
მათემატიკა
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი
შედეგები
მიმართულებების მიხედვით:
რიცხვები და მოქმედებები
|
კანონზომიერებები და ალგებრა
|
გეომეტრია და სივრცის აღქმა
|
მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
|
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს
რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
მათ. II.2. მოსწავლეს
შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის
დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ.II.3. მოსწავლეს შეუძლია
განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება
შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები
100-ის ფარგლებში.
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
|
მათ. II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა,
წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და
გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
|
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და
რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება
და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების
შედარება და დადგენა.
|
მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი
უშუალო გარემოცვის შესახებ.
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი
მონაცემების მოწესრიგება.
მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაცია.
|
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება:
რიცხვები და მოქმედებები
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს
რიცხვები, რიცხვითი სახელები,
რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს
“ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი
რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან და გამოსახავს
რიცხვებს სხვადასხვა მოდელის გამოყენებით (მაგალითად,
ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის
გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
· სხვადასხვა
ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს
ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას
საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
· ორნიშნა
რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში
მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს;
იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
· ასახელებს
მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ
ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.
მათ.
II.2. მოსწავლეს
შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები
და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის
გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
·
ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა
ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება,
მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას;
·
განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·
ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას
და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად,
რიცხვით კიბეზე ან საგანთა
გროვაზე).
მათ.
II.3. მოსწავლეს
შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება და მათი დაკავშირება
შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ახდენს
გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე
რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
· აორმაგებს
რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას
შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას
ქართულ ენაში);
· დაადგენს
არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული
მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);
· ირჩევს
ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება)
და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის
დემონსტრირებას.
მათ.
II.4. მოსწავლეს
შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ირჩევს
ხერხს (მაგალითად, ელემენტთა ურთიერთცალსახა შესაბამისობა _ დაწყვილება), აფასებს ("დაახლებით ტოლია",
"დაახლოებით ნახევარია/ორმაგია") და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით
მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
· ერთგვაროვან
საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული
რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
· ასახელებს
რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ან ხუთეულს;
განმარტავს პასუხს.
მათ.
II.5. მოსწავლეს
შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების
ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· ამოცანის
პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
· ირჩევს
შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად
(მაგალითად,
შეკრება, გამოკლება, გაორმაგება, ან განახევრება;
ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა; საგანთა გროვა ან რიცხვითი კიბე);
· იყენებს
1-ის ტოლი ბიჯით თვლას და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები
და ჯამი; იყენებს ერთეულის ბიჯით უკუთვლას უცნობი მაკლების პოვნისთვის, მოცემული საკლებითა
და სხვაობით და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, 9 - ? = 6, რიცხვით კიბეზე ითვლის 9-დან უკან
6-მდე და ახდენს ნაბიჯების რაოდენობის, როგორც
მაკლების ინტერპრეტაციას; ახდენს იგივე პროცედურის დემონსტრირებას რიცხვით კიბეზე);
· განასხვავებს,
ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს
(მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).
მიმართულება: კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების
პერიოდული
განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან
შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოცემულ მიმდევრობაში ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას (მაგალითად,
ª
|
¨
|
§
|
ª
|
¨
|
§
|
ª
|
§
|
” რა ფიგურები იქნება გამოტოვებულ პოზიციებზე
? ”);
·
ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამის) მიმდევრობას და ასახელებს
იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა-და-იმავე წესს ემორჩილებიან;
·
მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით
განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ. II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და
გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული
ტოლობის (მაგალითად, ) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
·
შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების
ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც
ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
·
იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის)
და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის) თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის
გამოსათვლელად.
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და
რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ადარებს
და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
·
განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე
მდებარე წერტილებს;
·
უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება
და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განალაგებს
ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
· აღწერს
ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგალითად,
მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
· გასცემს
და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და
დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ურთიერთშეთავსებით
ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით
(მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
· მოიძიებს
ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა ტოლობის დემონსტრირებას
მათი ურთიერთშეთავსებით;
· პოულობს
რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო
ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის
(მაგალითად, ნაბიჯის) გამოყენებით.
მიმართულება: მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა
მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო
გარემოცვის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგროვებს
მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
· ამოკრებს
რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);
·
ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან.
მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი მონაცემების
მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით
გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
·
მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში
(მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
·
ერთი კლასის ობიექტთა (მაგალითად, გეომეტრიული
ფიგურები) შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს
რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.
მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სიტყვიერად
ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს 10 მონაცემისა) მონაცემთა
საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
· სიტყვიერად
აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან
მონაცემთა წყვილს;
· სიტყვიერად
აღწერს/განმარტავს მონაცემთა უმარტივეს (ორსვეტიან
ან ორსტრიქონიან) ცხრილს.
პროგრამის შინაარსი
1. 100-ზე ნაკლები ნატურალური რიცხვები.
2.
ათობითი პოზიციური სისტემა და მისი დემონსტრირება.
3.
არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე და
მათი დემონსტრირება.
4. ეროვნული ფულის ნიშნები.
5. საგნების, ნახატების ან ფიგურების საშუალებით
წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები.
6. შეკრების/გამოკლების (არაუმეტეს ორი მოქმედების)
შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და მათი ეკვივალენტობა.
7. შეკრების კომუტაციურობა (გადანაცვლებადობა) და
ასოციაციურობა (ჯუფთებადობა) (არაფორმალურად და შესაბამისი ტერმინების გარეშე).
8. ერთი უცნობი კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების ერთი
მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი ტოლობები.
9. ბრტყელი ფიგურები: წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი
წირი.
10. ფიგურის შიგა და გარე არეები, ფიგურის საზღვარი.
11. საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, მათი საერთო გვერდები
და წვეროები.
12. ტოლი ფიგურები.
13. მანძილი: ადიციურობა მონაკვეთზე, სიგრძის საზომი
არასტანდარტული ერთეულები.
14. სიბრტყეზე ორიენტაცია და ობიექტთა ურთიერთგანლაგება.
15. თვისობრივ მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: დაკვირვება, მონაცემთა ამოკრება მონაცემთა
მონაცემთა სიიდან და ცხრილიდან.
16. თვისობრივი მონაცემების ორგანიზაცია: მონაცემთა დაჯგუფება.
17. მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და
თვისობრივი ნიშნები: მონაცემთა საერთო რაოდენობა, განმეორება, პოზიცია და თანმიმდევრობა
ერთობლიობაში.
18.
მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი
თვისობრივი მონაცემებისთვის:
სია, ცხრილი, პიქტოგრამა (რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა
წყვილს).
Комментариев нет:
Отправить комментарий